მოლარე - რეზერვი

13 სექტემბერი - 26 სექტემბერი

სს თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას მოლარის (სარეზერვო თანამშრომელი) თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: VC3915
ადგილმდებარეობა: თბილისი, რუსთავი
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება
** განათლება: სტუდენტი; ბაკალავრის ხარისხი.

ენების ცოდნა:

** ქართული - მშობლიური
** ინგლისური - კარგი
** რუსული - კარგი.

უნარები:

** დეტალებზე ფოკუსირება
** სისხარტე
** თავაზიანობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდურად მუშაობის უნარი
** სისწრაფე.

დამატებითი მოთხოვნა: სასურველია ბანკში მოლარის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება.

სამუშაოს აღწერა:

** კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება;
** ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურება ნაღდი ფულის შემოსავლისა და გასავლის ოპერაციების მიხედვით;
** ნაღდი კონვერტაციების ოპერაციების წარმოება;
** ვალუტის ამოცნობის ოპერაციების წარმოება;
** დაზიანებული ვალუტის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება;
** სამგზავრო ჩეკების გაყიდვისა და განაღდების ოპერაციების წარმოება;
** ვადიანი ანაბრების წიგნაკებით ოპერაციების წარმოება;
** იურიდიულ პირებზე სალარე და სავალუტო საფულე ჩეკის წიგნაკების გაცემის პროცედურების შესრულება;
** ფილიალში ინკასირებული თანხის დათვლასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს http://career.tbcbank.ge/Job/3915

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 26 სექტემბერი, 2019 წ.