ლომბარდის შემფასებელი

13 ნოემბერი - 26 ნოემბერი

სს თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას ლომბარდის შემფასებლის (ბითუმი) თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: VC4092
ადგილმდებარეობა: ბათუმი
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 1 წელი.
** განათლება: ბაკალავრის, მაგისტრის ხარისხი.

ენების ცოდნა:

** ინგლისური - საშუალო
** რუსული - საშუალო.

უნარები:

** თავაზიანი
** დეტალებზე ფოკუსირება
** გუნდურად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

დამატებითი მოთხოვნები:

** სასურველია ძვირფასი ლითონების სერთიფიკატის წარმოდგენა
** უპირატესობა მიენიჭება ძვირფასი თვლების შეფასების სერთიფიკატის მქონე კანდიდატებს.

სამუშაოს აღწერა:

** კლიენტის ხარისხიანი, ზუსტი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
** კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება;
** კლიენტთან გასაუბრება, მისგან სესხის მოთხოვნის დაფიქსირება და ბანკში არსებული სალომბარდე პროცედურების და ტარიფების გაცნობა;
** უზრუნველყოფის შეფასება;
** ხელშეკრულებების და ძვირფასეულობის შეფასების აქტის გაფორმება;
** მიღებული ძვირფასეულობის საცავში გადაცემა;
** კრედიტის გაცემა-გაფორმება შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში;
** სესხის სრულიად ან ნაწილობრივ დაფარვისას ძვირფასეულობის სრულიად ან შესაბამისად ნაწილობრივ დაბრუნება;
** ვადაგადაცილებული კრედიტების შემთხვევაში დადგენილ ვადებში რეალიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების დაცვა.
** საჭიროების შემთხვევაში ლომბარდის მენეჯერის ფუნქციების შეთავსება.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://career.tbcbank.ge/Job/4092

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 26 ნოემბერი, 2019 წ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, რეზიუმეების განხილვის შედეგად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.