სს თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას ლომბარდის ექსპერტ-შემფასებლის (რეზერვი) თანამდებობაზე.
ვაკანსიის კოდი: VC4303
ადგილმდებარეობა: კახეთი
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი
ძირითადი მოთხოვნები:
გამოცდილება:
** მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 1 წელი
** გამოცდილება კლიენტთა მომსახურებაში - 1 წელი.
განათლება: ბაკალავრის, მაგისტრის ხარისხი.
ენების ცოდნა:
** ინგლისური - კარგი
** რუსული - კარგი.
უნარები: თავაზიანი, დეტალებზე ფოკუსირება, გუნდურად მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა.
დამატებითი მოთხოვნები:
** სასურველია ძვირფასი ლითონების სერთიფიკატის წარმოდგენა
** უპირატესობა მიენიჭება ძვირფასი თვლების შეფასების სერთიფიკატის მქონე კანდიდატებს.
სამუშაოს აღწერა:
** კლიენტის ხარისხიანი, ზუსტი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
** კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება;
** კლიენტთან გასაუბრება, მისგან სესხის მოთხოვნის დაფიქსირება და ბანკში არსებული სალომბარდე პროცედურების და ტარიფების გაცნობა;
** უზრუნველყოფის შეფასება;
** ხელშეკრულებების და ძვირფასეულობის შეფასების აქტის გაფორმება;
** მიღებული ძვირფასეულობის საცავში გადაცემა;
** კრედიტის გაცემა-გაფორმება შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში;
** სესხის სრულიად ან ნაწილობრივ დაფარვისას ძვირფასეულობის სრულიად ან შესაბამისად ნაწილობრივ დაბრუნება;
** ვადაგადაცილებული კრედიტების შემთხვევაში დადგენილ ვადებში რეალიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების დაცვა.
** საჭიროების შემთხვევაში, ლომბარდის მენეჯერის ფუნქციების შეთავსება.
** ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურება ნაღდი ფულის შემოსავლისა და გასავლის ოპერაციების მიხედვით;
** ნაღდი კონვერტაციების ოპერაციების წარმოება;
** სწრაფი გზავნილები.
განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://career.tbcbank.ge/Job/4303
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 23 იანვარი, 2020 წ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, რეზიუმეების განხილვის შედეგად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
ლომბარდის ექსპერტ-შემფასებელი - რეზერვი
10 იანვარი -
23 იანვარი