სს თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას ლომბარდის ექსპერტ-შემფასებლის (სარეზერვო თანამშრომელი) თანამდებობაზე. ვაკანსიის კოდი: VC3919 ადგილმდებარეობა: კახეთი კატეგორია: კლიენტთა მომსახურება დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი გამოცდილების დონე: სპეციალისტი ძირითადი მოთხოვნები: გამოცდილება: ** მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 1 წელი ** კლიენტთა მომსახურება - 1 წელი განათლება: ბაკალავრის, მაგისტრის ხარისხი. ენების ცოდნა: ** ინგლისური - კარგი ** რუსული - კარგი. უნარები: თავაზიანი, დეტალებზე ფოკუსირება, გუნდურად მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა. დამატებითი მოთხოვნები: ** სასურველია ძვირფასი ლითონების სერთიფიკატის წარმოდგენა ** უპირატესობა მიენიჭება ძვირფასი თვლების შეფასების სერთიფიკატის მქონე კანდიდატებს. სამუშაოს აღწერა: ** კლიენტის ხარისხიანი, ზუსტი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება; ** კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება; ** კლიენტთან გასაუბრება, მისგან სესხის მოთხოვნის დაფიქსირება და ბანკში არსებული სალომბარდე პროცედურების და ტარიფების გაცნობა; ** უზრუნველყოფის შეფასება; ** ხელშეკრულებების და ძვირფასეულობის შეფასების აქტის გაფორმება; ** მიღებული ძვირფასეულობის საცავში გადაცემა; ** კრედიტის გაცემა-გაფორმება შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში; ** სესხის სრულიად ან ნაწილობრივ დაფარვისას ძვირფასეულობი სრულიად ან შესაბამისად ნაწილობრივ დაბრუნება; ** ვადაგადაცილებული კრედიტების შემთხვევაში, დადგენილ ვადებში რეალიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების დაცვა. ** საჭიროების შემთხვევაში ლომბარდის მენეჯერის ფუნქციების შეთავსება. ** ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურება ნაღდი ფულის შემოსავლისა და გასავლის ოპერაციების მიხედვით; ** ნაღდი კონვერტაციების ოპერაციების წარმოება; ** სწრაფი გზავნილები. განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://career.tbcbank.ge/Job/3919 განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 27 სექტემბერი, 2019 წ. საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, რეზიუმეების განხილვის შედეგად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. |