ლომბარდის ექსპერტ-შემფასებელი - რეზერვი

13 სექტემბერი - 27 სექტემბერი
სს თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას ლომბარდის ექსპერტ-შემფასებლის (სარეზერვო თანამშრომელი) თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: VC3919
ადგილმდებარეობა: კახეთი
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

გამოცდილება:

** მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 1 წელი
** კლიენტთა მომსახურება - 1 წელი

განათლება: ბაკალავრის, მაგისტრის ხარისხი.

ენების ცოდნა:

** ინგლისური - კარგი
** რუსული - კარგი.

უნარები: თავაზიანი, დეტალებზე ფოკუსირება, გუნდურად მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა.

დამატებითი მოთხოვნები:

** სასურველია ძვირფასი ლითონების სერთიფიკატის წარმოდგენა
** უპირატესობა მიენიჭება ძვირფასი თვლების შეფასების სერთიფიკატის მქონე კანდიდატებს.

სამუშაოს აღწერა:

** კლიენტის ხარისხიანი, ზუსტი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
** კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება;
** კლიენტთან გასაუბრება, მისგან სესხის მოთხოვნის დაფიქსირება და ბანკში არსებული სალომბარდე პროცედურების და ტარიფების გაცნობა;
** უზრუნველყოფის შეფასება;
** ხელშეკრულებების და ძვირფასეულობის შეფასების აქტის გაფორმება;
** მიღებული ძვირფასეულობის საცავში გადაცემა;
** კრედიტის გაცემა-გაფორმება შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში;
** სესხის სრულიად ან ნაწილობრივ დაფარვისას ძვირფასეულობი სრულიად ან შესაბამისად ნაწილობრივ დაბრუნება;
** ვადაგადაცილებული კრედიტების შემთხვევაში, დადგენილ ვადებში რეალიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების დაცვა.
** საჭიროების შემთხვევაში ლომბარდის მენეჯერის ფუნქციების შეთავსება.
** ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურება ნაღდი ფულის შემოსავლისა და გასავლის ოპერაციების მიხედვით;
** ნაღდი კონვერტაციების ოპერაციების წარმოება;
** სწრაფი გზავნილები.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://career.tbcbank.ge/Job/3919

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 27 სექტემბერი, 2019 წ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, რეზიუმეების განხილვის შედეგად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.