ლომბარდის ექსპერტ-შემფასებელი - რეზერვი

20 მაისი - 20 ივნისი

სს თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას ლომბარდის ექსპერტ-შემფასებელი (სარეზერვო თანამშრომელი) თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: VC3569
ადგილმდებარეობა: კახეთი
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები

გამოცდილება:

** მინიმალური სამუშაო გამოცდილება: 1 წელი
** კლიენტთა მომსახურება: 1 წელი.

განათლება: ბაკალავრის, მაგისტრის ხარისხი.

ენების ცოდნა:

** ინგლისური - კარგი
** რუსული - კარგი.

უნარები: თავაზიანი, დეტალებზე ფოკუსირება, გუნდურად მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა.

დამატებითი მოთხოვნები:

** სასურველია ძვირფასი ლითონების სერთიფიკატის წარმოდგენა
** უპირატესობა მიენიჭება ძვირფასი თვლების შეფასების სერთიფიკატის მქონე კანდიდატებს.

სამუშაოს აღწერა:

** კლიენტის ხარისხიანი, ზუსტი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
** კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება;
** კლიენტთან გასაუბრება, მისგან სესხის მოთხოვნის დაფიქსირება და ბანკში არსებული სალომბარდე პროცედურების და ტარიფების გაცნობა;
** უზრუნველყოფის შეფასება;
** ხელშეკრულებების და ძვირფასეულობის შეფასების აქტის გაფორმება;
** მიღებული ძვირფასეულობის საცავში გადაცემა;
** კრედიტის გაცემა-გაფორმება შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში;
** სესხის სრულიად ან ნაწილობრივ დაფარვისას ძვირფასეულობის სრულად ან შესაბამისად ნაწილობრივ დაბრუნება;
** ვადაგადაცილებული კრედიტების შემთხვევაში დადგენილ ვადებში რეალიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების დაცვა.
** საჭიროების შემთხვევაში, ლომბარდის მენეჯერის ფუნქციების შეთავსება.
** ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურება ნაღდი ფულის შემოსავლისა და გასავლის ოპერაციების მიხედვით;
** ნაღდი კონვერტაციების ოპერაციების წარმოება;
** სწრაფი გზავნილები.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://career.tbcbank.ge/Job/3569

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 3 ივნისი, 2019 წ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, რეზიუმეების განხილვის შედეგად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.