კორპორატიული ბიზნეს მიმართულების სექტორის უფროსი - ბათუმი

21 მარტი - 21 აპრილი

სს თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას დასავლეთ საქართველოს რეგიონის კორპორატიული ბიზნეს მიმართულების სექტორის უფროსის პოზიციაზე.

ვაკანსიის კოდი: VC2443
ადგილმდებარეობა: ბათუმი
მოქმედების ვადა: 03.04.2018
კატეგორია: სხვა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: შუა რგოლის მენეჯერი

ძირითადი მოთხოვნები:

განათლება: ხარისხი: ბაკალავრი, მაგისტრი

ენები:

** ინგლისური - ძალიან კარგი
** რუსული - ძალიან კარგი

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** კომუნიკაბელურობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ფოკუსირება
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი
** პრიორიტეტების განსაზღვრისა და სამუშაო დროის ეფექტურად განსაზღვრის უნარი
** ცვლილებების მიმართ მოქნილობა

დამატებითი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ბანკში მუშაობის მინიმუმ ოთხწლიანი გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია თურქული ენის ცოდნა რეგიონის პოტენციალიდან გამომდინარე)
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** ბანკის სტრუქტურისა და ფუნქციების გადანაწილების ცოდნა;
** საბანკო კანონმდებლობის ცოდნა;
** საბანკო პროდუქტებისა და პროცესების, ტარიფების, კონკურენტებთან მათი უპირატესობის სრულყოფილი ცოდნა;
** ბანკის ტექნოლოგიური პროდუქტებით სარგებლობის ცოდნა;

სამუშაოს აღწერა:

შედეგები:

** კვარტალისა და წლის ჭრილში პორტფელის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობის მიღება, საკუთარი წინადადებების მომზადება და გეგმის შესრულებისათვის საჭირო საქმიანობის წარმართვა/უზრუნველყოფა;
** ფინანსური გეგმების და შესაბამისი დარგობრივი პრიორიტეტების განსაზღვრა;
** დაგეგმილი ფინანსური მაჩვენებლების შესრულების უზრუნველყოფა, მუდმივი კონტროლი, გადახრების ანალიზი, გამოსწორების გზების დაგეგმვა და რეალიზება;
** ბანკის შესაბამისი ბიზნეს მიმართულებების მაქსიმალური პენეტრაციის ხელშეწყობა როგორც სასესხო, ისე საოპერაციო და ე.წ. "ქროს სელ" პროდუქტების მაქსიმიზირების მიზნით;

რეგიონის ცოდნა და ექსპერტიზა:

** რეგიონის ეკონომიკური აქტივობების, პერსპექტიული დარგების და რეგიონის ეკონომიკური განვითარების პარამეტრების სიღრმისეული ცოდნა
** რეგიონში არსებული პრიორიტეტული, აქტიური და აქტუალური დარგების (ტურიზმი, უძრავი ქონება, მცირე და მსუბუქი მრეწველობა და სხვა) სპეციფიკის ზედმიწევნით ცოდნა, შესაბამისი დარგების მიხედვით ინფორმაციის მოძიება და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა პორტფელის მაქსიმიზირების მიზნით
** რეგიონის ეკონომიკური საქმიანობის ანალიზისას გამოვლენილი საინტერესო ფაქტებისა და ტენდეციების უშუალო ხელმძღვანელთან და კორპორატიული გუნდთან გაზიარება
** რეგიონში არსებული თითოეული კორპორატიული კლიენტის შესწავლა, მისი მოთხოვნებისა და საჭიროებების სისტემატური ანალიზი; ამ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებების გაკეთება;
** რეგიონის მმართველი საჯარო და ადმინისტრაციული სექტორის სტრუქტურის კარგი ცოდნა, საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივ ხელისუფლებასთან საქმიანი მოლაპარაკებების გამართვა და წარმოება ბანკის ინტერესების შესაბამისად;

პოტენციური კლიენტების მოცვა და მომსახურება:

** კორპორატიული კლიენტების ბაზის ზრდა, არსებული პორტფელის მომგებიანობის მაქსიმიზირება; არსებული მომსახურების ხარისხის და კლიენტის უკეგების ანალიზის საფუძველზე
** არსებული კლიენტების მომსახურების ეფექტურობასა და ოპერატიულობაზე მუდმივი ზრუნვა, მათი კმაყოფილების ხარისხის მუდმივი კონტროლი და ჯეროვანი უკუკავშირის მიღება;
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან ვიზიტების დაგეგმვა და პერმანენტული განხორციელება, შესაბამისი შეთავაზებების და განახლებული პროდუქტების შეთავაზებების გაკეთება, კლიენტების საჭიროებაზე მორგებული საბანკო პროდუქტების შეთავაზება პროაქტიულად;
** კლიენტთათვის აღქმის გაჩენა, რომ ბანკში ჰყავს ძლიერი ინტერესების გამტარებელი, კომპეტენტური და საკუთარი სტრატეგიული მრჩეველი საბანკო/ფინანსურ საკითხებში "სენიორ" გადმოსახედიდან;
** რეგიონის საჯარო სექტორის წარმომდგენლებთან შესაბამისი და კომპეტენტური (დისტანცირებული, თუმცა მჭიდრო და საქმიანი) ურთიერთობის დამყარება და ბანკის უპირატესობების და შესაძლებლობების შეთავაზება არსებული პროდუქტების და ინსტრუმენტების საფუძველზე;

მენეჯერული ფუნქციები:

** დაქვემდებარებული ერთეულის საჭირო კვალიფიკაციის კადრებით დაკომპლექტება;
** თანამშრომლების ფუნქციების და მათი როლების მკაფიოდ განსაზღვრა და მიმდინარე საქმეების ეფექტური გადანაწილება;
** თანამშრომლების მუშაობის ხარისხის რეგულარული შეფასება, მათ მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა.
** კადრების აქტიური მხარდაჭერა მიმდინარე პროექტებსა და საქმიანობაში;
** ბანკის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ძლიერი კოორდინაციის უზრუნველყოფა;
** დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში კლიენტების წინადადებებისა და მოთხოვნების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება; დელეგირებას გაცდენილ საკითხებში, მენეჯმენტისთვის გადაწყვეტილების და რეკომენდაციების მომზადება
** ბანკის რისკების და სხვა სამსახურებთან ნაყოფიერი სამუშაო პროცესის აწყობა; საკრედიტო და არასაკრედიტო (ლიზინგი, ფაქტორინგი, ვაჭრობის ფინანსირება, დაზღვევა, კაპიტალის პროდუქტები) განაცხადების და პროექტების სწორი სტრუქტურირების უზრუნველყოფა;
** საკრედიტო კომიტეტზე პროექტის პრეზენტაცია და შესაბამისად დამტკიცება;
** კორპორატიული ანალიტიკოსის და კორპორატიული ბანკირის აქტიური მხარდაჭერა პროექტების მომზადებისას და კლიენტებთან ურთიერთობისას;
** პორტფელის ხარისხის მართვა; კლიენტების უკუკავშირის და კმაყოფილების ხარისხის მაქსიმიზირება.
** კორპორატიულ კლიენტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვა, ელექტრონული ინფორმაციის სრულფასოვანი აღრიცხვის წარმოება ბანკში არსებული სტანდარტების შესაბამისად
** უშუალო ხელმძღვანელის, ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის ბრძანებების, განკარგულებებისა და დავალებების დროული და ადექვატური შესრულება და შესრულების კონტროლი
** განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობის და ასევე, სამომავლო გეგმების შესახებ მენეჯმენტისთვის პერიოდული ანგარიშგების წარდგენა.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს http://career.tbcbank.ge/Job/2443