ინოვაციური გადახდების პოპულარიზაციის მენეჯერი

13 აპრილი - 20 აპრილი

"თიბისი ბანკი" აცხადებს ვაკანსიას ინოვაციური გადახდების პოპულარიზაციის მენეჯერის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: VC3435
ადგილმდებარეობა: სათაო
მოქმედების ვადა: 20.04.2019
კატეგორია: ბიზნესის განვითარება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

სამუშაოს აღწერა:

Agile-is სტრუქტურის ფარგლებში ვეძებთ ინოვაციური გადახდების პოპულარიზაციის ექსპერტს

სამუშაო აღწერილობა:

საუკეთესო, ინოვაციური საგადამხდელო გადაწყვეტების პოპულარიზაცია ფიზიკური პირების ყოველდღიური ფინანსური საჭიროებებისთვის; ყველა ტიპის გადახდისა და გადარიცხვის კლიენტის საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგება მათი დასწრაფების, გამარტივების და სხვადასხვა გაუმჯობესების გზით

მიზანი:

** რითეილ სეგმენტის საჭიროების და ქცევის ანალიზის საფუძველზე გადახდების შეთავაზებების ფორმირება, პოპულარიზაცია და ბაზრის წილის მაქსიმიზაცია
** გადახდებში იგულისხმება: ელექტრონული საფულე, ინტერნეტ და მობაილბანკით შესრულებული გადახდები, QR გადახდები, ფეი ბოქსით გადახდები, კონვერტაციები, ფულადი გზავნილები.

ცოდნა და უნარები:

** სამიზნე სეგმენტის განსაზღვრის უნარი
** გაყიდვების უნარ-ჩვევები
** მარკეტინგული ხედვა
** პროდუქტის მართვის ხედვა
** ანალიტიკური უნარ-ჩვევები
** პრეზენტაციების გაკეთების უნარი
** პროექტების მართვის უნარი
** ციფრული უნარ-ჩვევები

კვალიფიკაცია:

** ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი
** წამახალისებელი კამპანიების მართვის გამოცდილება
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შემდეგ სფეროებში: მარკეტინგი, გაყიდვები, ბრენდინგი და პროექტების მართვა.
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლიანი
** კომუნიკაბელური
** ინიციატივიანი და განვითარებაზე ორიენტირებული
** გუნდურად მუშაობის შესაძლებლობა
** ლიდერული უნარ-ჩვევები
** სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს http://career.tbcbank.ge/Job/3435