ინჟინერ-მშენებელი

18 ოქტომბერი - 01 ნოემბერი

სს "თიბისი ბანკი" აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-მშენებლის პოზიციაზე.

ვაკანსიის კოდი: VC4031
ადგილმდებარეობა: თბილისი
მოქმედების ვადა: 01.11.2019
კატეგორია: სხვა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება 5 წელი
განათლება: ხარისხი: ბაკალავრი, მაგისტრი

ენები: ინგლისური - ძალიან კარგი

უნარები:

** გუნდის მართვის უნარი
** მოლაპარაკების წარმოება
** საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა

დამატებითი მოთხოვნები:

** გუნდის მართვის უნარი
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** ორგანიზების, დაგეგმვისა და მონიტორინგის უნარი
** კოორდინირებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** CAD პროგრამების გამოყენება (Autocad, Archicad, 3DS Max, Corel Draw და სხვა)
** სასურველია სამშენებლო მოდელირების პროგრამის Revit 2018-ს გამოყენების ცოდნა
** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე გამოყენება
** პროექტების დაგეგმვის პროგრამირების (MS Project, Primavera P6) გამოყენება

სამუშაოს აღწერა:

** სრული საპროექტო დოკუმენტაციის გაცნობა და შეფასება.
** პროექტირების პროცესისთვის თვალყურის დევნება.
** სხვადასხვა სფეროებთან და საკითხებთან მიმართებით პროექტის მართვაზე პასუხისმგებელი კომპანიის (PM) მიერ დაშვებული და/ან პროექტის მიზნებისა და კლიენტის ინტერესების არასწორი ინტერპრეტაციის შემთხვევების დროულად გამოვლენა.
** პროექტირების გუნდთან/PM-თან ერთად ხარჯეფექტიანი გადაწყვეტილებების განხილვა მთავარი არქიტექტორისა და სხვა პირების საპროექტო ჩანაფიქრის გათვალისწინებით.
** იმ პოტენციური სფეროების იდენტიფიცირება და თიბისის პროექტის დირექტორისათვის (PD) გაცნობა, სადაც ხელშეკრულების შესრულების ეტაპზე შესაძლებელია ხარჯების შემცირება/VE ალტერნატიული პროექტის/მეთოდების/მასალების/შესყიდვების გზების და ა.შ. გამოყენებით.
** PM-ის მიერ პროექტის შესრულების მონიტორინგისა და ადრეული გაფრთხილების სისტემის (EWS) გამოყენების კონტროლი (იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პროექტის ბიუჯეტის, ვადებისა და ხარისხის შეუსრულებლობის საფრთხე).
** თავისი კომპეტენციის ფარგლებში, პროექტის დირექტორის მიერ მოთხოვნილი აუცილებელი ნახაზების/დოკუმენტების/გაანგარიშებების/ზედნადების და ა.შ. წარმოდგენა პროექტირების გუნდთან და PM-თან ერთად განსახილველად.
** კლიენტის სახელით ნებისმიერი სახის აუცილებელი კავშირების დამყარება ადგილობრივ/ქალაქის მმართველ ორგანოებთან.
** დაწესებულ ზღვრულ ვადებში და განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში მუშაობა.
** გეგმა-ფაქტის მონიტორინგი. პროექტის დირექტორისათვის ანგარიშის დროულად ჩაბარება ნებისმიერ გამოვლენილ პრობლემასთან დაკავშირებით.
** პროექტის ძირითადი ამოცანების შესრულების მონიტორინგი. პროექტის დირექტორისათვის ნებისმიერი პრობლემის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდება.
** PM-ის მიერ ჯანდაცვის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის (HSE) პოლიტიკის გატარების უზრუნველყოფა
** კლიენტის მხრიდან კონტრაქტის გასაფორმებლად საჭირო ყველა ადმინისტრაციული მოვალეობის შესრულება
** სამუშაოების ყოველდღიური ზედამხედველობა/ინსპექტირება და საჭიროებისამებრ, PM-ის კონსულტირება
** პროექტის დირექტორისთვის ყოველდღიური, ყოველკვირეული, ყოველთვიური ანგარიშგება
** პროექტებისა და ნახაზების შემოწმება და მათთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
** ყოველკვირეული შემოწმებული პროგრამის წარმოდგენა
** ორ კვირაში ერთხელ პროექტის სტატუსის შესახებ ანგარიშის წინასწარი ვერსიის მომზადება და მისი წარდგენა პროექტის დირექტორისათვის და შემდეგ პროექტის კომიტეტისთვის
** პროექტის მთავარი პროგრამის საფუძველზე ყოველთვიური გეგმის მომზადება პროექტის დირექტორისთვის წარსადგენად. ყოველკვირეული ამოცანების დასახვა ყოველთვიური ამოცანების გათვალისწინებით. ყოველკვირეული ამოცანების შესრულების გაკონტროლება ყოველდღიურად
** პროექტის დირექტორის დახმარება PM-ის მიერ კონტრაქტორ(ებ)ის დროულად შერჩევის უზრუნველსაყოფად. PM-ის მონიტორინგი მოსამზადებელი სამუშაოების დროულად განხორციელების უზრუნველსაყოფად
** საჭიროების შემთხვევაში, სათანადო ღონისძიებების განხორციელება მასალების დროულად მიწოდების უზრუნველსაყოფად
** მოწოდებული მასალების ხარისხის და ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება
** PM-ის მიერ სამუშაოების ხარისხის სათანადო მონიტორინგის უზრუნველყოფა. PM-ის კონსულტირება (საჭიროებისამებრ).ადგილზე ინსპექტირება (როგორც რეგულარულად, ისე სპონტანურად)
** პროექტის დირექტორის დახმარება პროექტირების გუნდის საქმიანობის კოორდინირებაში (საჭიროებისამებრ). კონკრეტულ საკითხებზე ყურადღების გამახვილება პროექტის დირექტორის მოთხოვნის შემთხვევაში
** კლიენტის მიერ პროექტის შეცვლის მოთხოვნის მართვა (საჭიროებისამებრ)
** სამუშაოების გადახედვა გრაფიკთან/პროგრამასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად
** სამუშაო ნახაზებისა და ტექნიკური მასალების გადახედვა და შენიშვნების გაკეთება;
** კონტრაქტორების მიერ წამოწეული ტექნიკური საკითხების გადახედვა/შენიშვნებისა და უკუკავშირის გაკეთება
** PM-ის მიერ სამშენებლო სამუშაოების ხარისხის უზრუნველყოფის პროგრამის განხორცილების მონიტორინგი
** პროექტის დირექტორისთვის ყველა მნიშვნელოვანი საპროექტო მონაცემის/საკითხის გაცნობა, რათა მან შეძლოს სწორი გადაწყვეტილებების მიღება და კლიენტის ამოცანების განხორციელება
** PM-ისა და პროექტირების ჯგუფის მუდმივი ინფორმირება კლიენტის ყველა პრობლემის/გადაწყვეტილების/საკითხის შესახებ
** ყველა პრაქტიკის, პოლიტიკის, სტრატეგიისა თუ მომსახურების შესაბამისობა კლიენტის ინტერესებთან
** პროექტის დირექტორის დახმარება PM-ისა და უბანზე მომუშავე ჯგუფის ზედამხედველობაში (საჭიროებისამებრ)
** კლიენტის ინჟინერ-მწარმოებელთან და PM-თან დროული თანამშრომლობა მასალების შეკვეთასთან და ფასთან დაკავშირებით (განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი პირდაპირ შეიძენს მასალებს)
** მასალების შერჩევისა და შეძენის ზედამხედველობა
** ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა (საჭიროებისამებრ) ადგილობრივ სამშენებლო რეგულაციებთან და ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად
** PM-ის მიერ ჯანდაცვის, უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვის პოლიტიკის სრულად დაცვა უბანზე მომუშავე ყველა კონტრაქტორთან მიმართებით
** პროექტის დირექტორის დაუყოვნებლივ ინფორმირება დარღვევ(ებ)ის/გადახრ(ებ)ის შესახებ
** საჭიროებისამებრ, კლიენტის ინჟინერ-მწარმოებელის შეკითხვებზე რეაგირება სამოქალაქო-სამშენებლო ნაწილთან დაკავშირებით
** პროექტის დირექტორის სხვა დავალებების შესრულება.

დამატებითი ინფორმაცია:

** ბაკალავრის/მაგისტრის ხარისხი სამოქალაქო მშენებლობაში
** მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება ზოგადი მშენებლობის სფეროში, მათ შორის, მაღალსართულიანი (უპირატესად, კომერციული/საოფისე) შენობების მშენებლობაში.
** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა; სასურველია, მაღალ დონეზე (Advance).

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს http://career.tbcbank.ge/Job/4031