განვადების მენეჯერი

11 დეკემბერი - 18 დეკემბერი

სს თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას განვადების მენეჯერის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: VC4194
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: გაყიდვები
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: დამწყები

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება
** განათლება: სტუდენტი; ბაკალავრის ხარისხი.

ენების ცოდნა:

** ქართული - მშობლიური
** ინგლისური - საშუალო
** რუსული - საშუალო.

უნარები:

** კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა, დეტალებზე ფოკუსირება, პასუხისმგებლობის გრძნობა
** გაყიდვების უნარი,

სამუშაოს აღწერა

** კლიენტების მოზიდვა;
** დადგენილი გეგმების შესრულება და დასახული მიზნების მიღწევა;
** პოტენციურ ან არსებულ კლიენტთან ეფექტური, თავაზიანი და კეთილგანწყობილი კომუნიკაცია;
** კლიენტების კვალიფიციური კონსულტირება და ხარისხიანი მომსახურება;
** აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი სამუშაოს შესრულების უნარი.

დამატებითი მოთხოვნები:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://career.tbcbank.ge/Job/4194

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 18 დეკემბერი, 2019 წ.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.