დეველოპერი

11 აპრილი - 25 აპრილი

"თიბისი ბანკი" აცხადებს ვაკანსიას დეველოპერის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: VC3436
ადგილმდებარეობა: სათაო
მოქმედების ვადა: 25.04.2019
კატეგორია: ინფორმაციული ტექნოლოგიები
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

სამუშაოს აღწერა:

თიბისი ბანკის ეჯაილ გუნდში ვეძებთ დეველოპერს.

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს ყველაზე საინტერესო და მასშტაბურ პროექტებზე, გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები.

ვის ვეძებთ:

თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული დეველოპერი, გიყვარს პრობლემების იდენტიფიცირება და ახლი გადაწყვეტების შექმნა, მუდმივად ხარ თანამედროვე ტექნოლოგიების და ტრენდების საქმის კურსში, მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის, მაშინ მოემზადე საინტერესო თავგადასავლებისთვის!

შენ იქნები:

გუნდის წევრი, რომელიც მუშაობს ეჯაილ მიდგომებით (Scrum, Kanban) და შეიტან უზარმაზარ წვლილს ახალი და ინოვაციური საბანკო აპლიკაციების შექმნაში, რომლებიც მომხმარებლების ცხოვრებას მნიშვნელოვნად აუმჯობესეს.

შენ დაგევალება:

** ეჯაილ გუნდთან ერთად ბიზნეს მოთხოვნების და ამოცანების ანალიზში მონაწილეობა
** ამოცანის შესაბამისი ვებ აპლიკაციის დეველოპმენტი (Low Code Development პლატფორმაზე)
** ახალი და არსებული პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება
** აპლიკაციის გამართულად მუშაობის და ხარისხის უზრუნველყოფა
** განხორციელებული პროგრამული ცვლილებების ტესტირების მხარდაჭერა
** გუნდის საერთო რესურსების, ბიბლიოთეკების, დეველოპმენტის პრინციპების და მიდგომების განვითარებაში მონაწილეობა

უნდა გქონდეს:

** რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია Microsoft SQL Server)
** C#, Java ან სხვა პროგრამირების ენის ცოდნა და გამოცდილება
** Web პროგრამირების ტექნოლოგიების ცოდნა (HTML, CSS, Javascript, XML)
** გუნდში მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელობა
** ინიციატივიანობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://career.tbcbank.ge/Job/3436