ბიზნეს ანალიტიკოსი

22 მარტი - 22 აპრილი

"თიბისი ბანკი" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ანალიტიკოსის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: VC2448
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: სხვა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

უნარები

** ანალიტიკური, ლოგიკური და პრობლემების გადაწყვეტის უნარი
** ვერბალური და წერითი კომუნიკაცია
** რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოტივაცია

დამატებითი მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება;
** ფინანსურ ინსტიტუტებში მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბიზნეს ანალიტიკოსის მიმართულებით;
** სისტემის დიაგრამების აღწერის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ბიზნეს პროცესების ანალიზისა და მოდელირების გამოცდილება;
** სასურველია მაგისტრის ხარისხი ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

სამუშაოს აღწერა

** პროექტის მოთხოვნების რეალიზაციის შესაძლებლობების ანალიზი;
** მოთხოვნების შეგროვება, პროექტში მონაწილე მხარეებისგან დოკუმენტების ანალიზი ინტერვიუებისა და შეხვედრების საშუალებით;
** პროექტის ყველა მოთხოვნის დოკუმენტის შექმნა;
** ბიზნეს პროცესების დიაგრამების შექმნა;
** მომხმარებლის ინტერფეისის დეტალური აღწერილობის შექმნა;
** ფუნქციონალური სპეციფიკაციების შეთანხმება როგორც ბიზნესის წარმომადგენლებთან, ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის სპეციალისტებთან;
** ფუნქციონალური ექსპერტის როლის შესრულება პროექტის დიზაინის, დაპროგრამების, ტესტირებისა და დანერგვის ფაზებში;
** გარკვეულ შემთხვევებში პროექტის მენეჯერის ფუნქციის შესრულება;
** საკუთარი ინიციატივით, თითქმის სრული დელეგირებით პროექტის სრული ციკლის შესრულების უზრუნველყოფა - მოთხოვნის ჩამოყალიბების ფაზიდან - საბოლოო ტესტირებამდე და პროექტის ჩაბარებამდე.

დამატებითი ინფორმაცია:

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს http://career.tbcbank.ge/Job/2448