ბექ-ოფისის მენეჯერი - გორი

21 მარტი - 21 აპრილი

სს თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას ბექ-ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

ვაკანსიის კოდი: VC2444
ადგილმდებარეობა: გორი
მოქმედების ვადა: 01.04.2018
კატეგორია: ბიზნესის განვითარება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

განათლება: ხარისხი: ბაკალავრი

ენები:

** ინგლისური - კარგი
** რუსული - კარგი

უნარები:

** თავაზიანობა
** დაკვირვებულობა
** კომუნიკაბელურობა
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდურად მუშაობის უნარი

დამატებითი მოთხოვნები:

** სასურველია ბანკში ბექ-ოფისის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** საბანკო პროდუქტების, პროცესებისა და ტარიფების ცოდნა;
** ფილიალში სტრუქტურისა და ფუნქციების გადანაწილების ცოდნა;
** საბანკო კანონმდებლობის ცოდნა.

სამუშაოს აღწერა:

** რეგიონალურ ფილიალებში ინკასოების მიღება და პროგრამულად დარეგისტრირება შესაბამისი პროცედურების დაცვით;
** ფრონტ ოფისის თანამშრომლის მიერ მოწოდებული კლიენტის განაცხადის შესრულება და მისი შესაბამისი წესით შენახვა ან კონტროლიორზე გადაცემა დასადასტურებლად;
** საოპერაციოში შესრულებული ოპერაციების ამსახველი საბუთების შეგროვება და კონტროლიორზე გადაცემა დასადასტურებლად;
** საჭიროების შემთხვევაში კლიენტთა განაცხადების დასკანერება და ცენტრალიზებულ ბექ-ოფისში გაგზავნა შესასრულებლად;
** იმ ფილიალებში, სადაც არ არიან პლასტიკური ბარათების მენეჯერები ფილიალში მოტანილი დამზადებული ბარათების შენახვა და შესაბამისი წესის დაცვით სერვის ადმინისტრატორისთვის გადაცემა;
** კლიენტების საბუთების შენახვა (ფაილინგი);
** სერვის ადმინისტრატორის მოთხოვნის შემთხვევაში კლიენტის ანგარიშის ამონაწერის, სატელეფონო მომსახურების კოდისა და ინტერნეტ ბანკის პაროლის შემცვლელი კონვერტის სერვის ადმინისტრატორისთვის გადაცემა შესაბამისი პროცედურის დაცვით;
** ფილიალებში, სერვის-ცენტრებში, სადაც არ არის კანცელარიის მენეჯერი, მისი ფუნქციების შეთავსება;
** ერთჯერადი ღონისძიებების განხორციელება და დამატებითი ფუნქციების დროებით შეთავსება მიღებული დავალების შესაბამისად;
** საჭიროების შემთხვევაში სერვის ადმინისტრატორის ფუნქციების შეთავსება;
** მომსახურების პროცესში პრობლემების არსებობის შესახებ უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
** შიდა აუდიტის წარმომადგენლისათვის განმარტებების მიცემა აუდიტის ობიექტთან დაკავშირებით.

დამატებითი ინფორმაცია:

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს http://career.tbcbank.ge/Job/2444