აქტიური სატელეფონო ცენტრის ოპერატორი

19 ნოემბერი - 10 დეკემბერი

სს "თიბისი დაზღვევა" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.

"თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას: აქტიური სატელეფონო ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი;
განაკვეთი: 11:00 - 19:00, შაბათ-კვირის გარდა

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ ახალგაზრდა, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციურ მომხმარებლებთან დაკავშირება;
** სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება;
** დაინტერესებული პირების გადამისამართება შესაბამის განყოფილებასთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** გამართული მეტყველება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV)

ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2019 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით.

გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "აქტიური სატელეფონო ცენტრის ოპერატორი"

სს "თიბისი დაზღვევა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 242 22 22 *313;
ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcinsurance.ge.

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი დაზღვევა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.