აქციის თანამშრომელი

17 ოქტომბერი - 28 ოქტომბერი

სს "თიბისი ბანკი" აცხადებს ვაკანსიას აქციის თანამშრომლის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: VC4025
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: გაყიდვები
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: დამწყები

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება.
** განათლება: სტუდენტი; ბაკალავრის ხარისხი.

ენების ცოდნა:

** ინგლისური - საშუალო
** რუსული - საშუალო.

უნარები:

** სისხარტე
** კომუნიკაბელურობა
** დამარწმუნებელი კომუნიკაცია
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გაყიდვების უნარი.

სამუშაოს აღწერა:

** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების დროული შესრულება;
** დადგენილი გეგმების პირნათლად შესრულება და დასახული მიზნების მიღწევა;
** პოტენციურ ან არსებულ კლიენტთან ეფექტური კომუნიკაცია;
** კლიენტებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება და მათთვის კონსულტაციის გაწევა;
** კლიენტებთან თავაზიანი და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება;
** ბანკის გარეთ აქციების სპეციფიკიდან გამომდინარე ადეკვატური ქმედება;
** აუცილებლობის შემთხვევაში დამატებითი სამუშაოს შესრულება;
** საბანკო პროდუქტების თეორიული ცოდნა, განსაკუთრებით აქციაში ჩართული პროდუქტებისა.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://career.tbcbank.ge/Job/4025

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.