ალტერნატიული გაყიდვების მენეჯერი

24 დეკემბერი - 20 იანვარი

სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას ალტერნატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: რუსთავი.
განაკვეთი: სრული.
შრომის ანაზღაურება: ხელფასი + საკომისიო.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ლიზინგის მიმღები, დაზღვევით დაინტერესებული კლიენტებისთვის ავტოდაზღვევის პირობების ახსნა;
** პოლისის მოსამზადებლად აუცლელებელი საბუთების გადაგზავნა საოპერაციო განყოფილებასთან;
** კლიენტისთვის გამზადებული პოლისის გადაცემა;
** მანქანის დასურათება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;
** MS Office-ის კარგად ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** აქტიურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2020 წლის 20 იანვრის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ალტერნატიული გაყიდვების მენეჯერი - რუსთავი".

სს "თიბისი დაზღვევა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ცხელი ხაზი 032 2 242 22 22 *313
ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcinsurance.ge

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი დაზღვევა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.