ქოლ-ცენტრის ოპერატორი

17 აპრილი - 17 მაისი

ევროპული სამედიცინო ლაბორატორიების ქსელი საქართველოში "სინევო საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი.

ძირითადი მოვალეობები:

** შემომავალ სატელეფონო ზარებზე პასუხი;
** მომხმარებლის კონსულტირება მოთხოვნილ საკითხებთან დაკავშირებით;
** კლიენტთა ბაზაზე მუშაობა (საჭირო ინფორმაციის მოძიება)
** შიდა პროგრამის შესწავლა
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები (ქართული-რუსული)
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office, E-mail);
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** უპირატესი იქნება რუსული და ქართული ენების კარგად ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV რუსულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: d.ginzburg@synevo.ge და საგანში (subject) მიუთითონ "ქოლ-ცენტრის ოპერატორი".