ქოლ-ცენტრის ოპერატორი

24 აპრილი - 24 მაისი

აზიური სამზარეულოს მიწოდების სერვისი "sushi24.ge" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე. 

დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს, ღამის ცვლებში სახლში მიყვანის სერვისი კომპანიის ხარჯზე და მიმზიდველ ხელფასს: 1 ცვლა 30 ლარი + ბონუსური სისტემა.

სამუშაო გრაფიკი: 09:00-21:00 / 21:00-09:00 (მუშაობა ცვლებში-2/2)
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ოთარ ონიაშვილის 30

ძირითადი მოვალეობები:

** შემომავალ სატელეფონო ზარებზე პასუხი;
** შეკვეთების მიღება;
** მომხმარებლის კონსულტირება მოთხოვნის შესაბამისად;
** მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება;

მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება;
** ​ქოლ-ცენტრში მუშაობის გამოცდილება სასურველია,
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარ-ჩვევები;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ქართული, რუსული ან ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით არაუგვიანეს 23 მაისისა, შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@sushi24.ge ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ქოლ-ცენტრის ოპერატორი".