მზარეული

08 აგვისტო - 08 სექტემბერი

აზიური სამზარეულოს მიწოდების სერვისი "sushi24.ge" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე, 4 ვაკანსია. 

დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს და მიმზიდველ ხელფასს.

სამუშაო გრაფიკი: მუშაობა ცვლებში-5/2

მოთხოვნები:

** სასურველია კვების ტექნოლოგის ან კულინარიული განათლება;
** იაპონური ან აზიური კერძების მომზადების გამოცდილება სასურველია, 
** უზრუნველყოს ორგანიზებული მუშაობა მაღალი ხარისხის მისაღწევად; 
** მოათავსოს პროდუქცია შესაბამის ადგილზე;
** დაემორჩილოს სტანდარტებს და ბრენდ შეფის მიერ დადგენილ რეცეპტებს;
** სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად უზრუნველყოს სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობა;
** აწარმოოს ეფექტური და პროდუქტიული ურთიერთობა სამზარეულოს თანამშრომლებს შორის;
** განახორციელოს სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი;
** დაიცვას მის ჰიგიენის ფაქტორები;
** ატარებდეს მოწესრიგებულ უნიფორმას, გამოიყურებოდეს სუფთად და შეესაბამებოდეს სტანდარტებს;
** უზრუნველყოს ჰიგიენის მაღალი დონე და დისციპლინა.
** ქართული და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@sushi24.ge და ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მზარეული", გთხოვთ CV-თან ერთად გამოაგზავნოთ თუ გაქვთ პორტფოლიო, თქვენს მიერ დამზადებული კერძების.