მიმტანი

26 სექტემბერი - 26 ოქტომბერი

იაპონური და აზიური სამზარეულოს მიწოდების სერვისი "sushi24.ge" და რესტორანი "Fish and Wine" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე - 4 ვაკანსია.

დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს, ღამის ცვლებში სახლში მიყვანის სერვისს კომპანიის ხარჯზე და მიმზიდველ ხელფასს: 30 ლარი(NET) 1 ცვლის ანაზღაურება

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ფალიაშვილის #60
სამუშაო საათები: 12 საათიანი გრაფიკი (12:00-24:00 და 14.00-02.00), 2X2, თვეში 15 დღე მუშაობა.

სამუშაოს აღწერა:

** შემოსული სტუმრების თავისუფალ ადგილამდე მიცილება
** მენიუს შეთავაზება, არსებული კერძებისა და სასმელების შესახებ ინფორმირება, მისი მომზადების წესისა და შემადგენლობის შესახებ
** შეკვეთის მიღება, ანგარიშის გახსნა და დროულად მომსახურების უზრუნველყოფა
** მაგიდის გაწყობა, სერვისის დალაგება
** ჰიგიენური სტანდარტების დაცვა
** სტუმართან ყურადღებით ყოფნა და გადამოწმება, საჭიროებისამებრ დამატებით შეკვეთის მიღება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ქართული, ინგლისური, რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე
** განათლება (სასურველია); ან სტუდენტი
** ერთწლიანი გამოცდილება ამ სფეროში (აუცილებელია)
** მომსახურების სფეროს ზოგადი ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევები
** თავაზიანი, ღიმილიანი და აქტიური
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი
** ენერგიულობა;
** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი.
** უკონფლიქტო.
** გუნდურად მუშაობის უნარის ქონა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ CV (ფოტო-სურათით) გამოაგზავნოთ ელ. მისამართზე hr@sushi24.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "მიმტანი" ან დარეკეთ მობილურზე +995 555 219 175 ოლგა ობიექტის მენეჯერი.