მოლარე-კონსულტანტი

17 ივნისი - 17 ივლისი

სს "სმარტ რითეილი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე გუდაურში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის და უნაღდო ჩეკის კონტროლი;
** დარბაზის შესაბამის სექციაში პროდუქციის დახლებზე განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
** პროდუქციის რეალიზაციამდე ხარისხის, ვადიანობის, ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
** მომხმარებლისათვის სექციაში განთავსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
** ჰიგიენური ნორმების დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** სასურველია, უცხო ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** დროისა და საქმის ოპტიმალურად განაწილების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაციის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოაგზავნეთ მისამართზე: wissolcareer@wissol.ge. წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25 ივნისი.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე შეტანილია აპლიკანტთა მონაცემთა ბაზაში შემდგომი განხილვის მიზნით და ინახება ელექტრონულ მისამართზე 6 თვის ვადით.