"ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა" აცხადებს ვაკანსიას მოძრავი მაღაზიის თანამშრომლის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
** მართვის მოწმობა (B კატეგორია)
** მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** თბილისის და რეგიონების მარშუტების საბაზისო ცოდნა.
** გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალურობა
** კომუნიკაბელური, ენერგიული
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
მოვალეობები:
** წიგნების მიტანა დანიშნულების ადგილას
** გამოფენა-გაყიდვის წარმოება
** მოძრავი მაღაზიით რეგიონებში გადაადგილება
სამუშაო დღე: სრული განაკვეთი, შესაძლებელია ნახევარ განაკვეთზე მუშაობაც.
კანდიდატის შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV მისამართზე info@sulakauri.ge და დანიშნულების ველში მიუთითეთ "მოძრავი მაღაზიის თანამშრომელი". წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.
მაღაზიის თანამშრომელი
11 აპრილი -
11 მაისი