ბარისტა, მზარეული

25 აპრილი - 25 მაისი

"სკოლა" • "Skola Cofee & Wine Bar" აცხადებს ვაკანსიებს ბარისტას და მზარეულის პოზიციებზე.

მოთხოვნები:

** კეთილსინდისიერი, შრომისმოყვარე და ორგანიზებული;
** სასურველია გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (ჩაითვლება უპირატესობად);
** სამუშაო პროცესში ინიციატივის გამოჩენა.

1. ბარისტა

ძირითადი მოვალეობები:

** ცივი და ცხელი სასმელების მომზადება რეცეპტების მიხედვით;
** ბარის ინვენტარის ზედამხედველობა;
** პროდუქციის მარაგებისა და ვადების კონტროლი.

აღნიშნულ პოზიციაზე შერჩეული კანდიდატები გაივლიან მოსამზადებელ კურსს, რომელიც შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისაგან. დასაქმება მოხდება მოსამზადებელი კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში.

2. მზარეული

ძირითადი მოვალეობები:

** კერძების მომზადებისას დადგენილი კალკულაციის დაცვა;
** პროდუქტების რაციონალური გამოყენება;
** პროდუქტებისა და კერძების ვარგისიანობის კონტროლი;
** ჰიგიენური და სანიტარული ნორმების ცოდნა და დაცვა;
** მარაგების კონტროლი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოთი შემდეგ მისამართზე: skola.coffee.wine@gmail.com და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

Facebook: https://www.facebook.com/skolacoffeewine/