ტენდერი ბეჭდვის და შეფუთვის მომსახურებებზე

10 ივნისი - 10 ივლისი

სს "სილქნეტი" გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ მზად არის შეისყიდოს ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან ბეჭდვითი პროდუქცია და სიმ ბარათების შეფუთვის მომსახურება.

დეტალური მოთხოვნა და რაოდენობა მოცემულია დანართი #1-ში. მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შემოთავაზება ნიმუშებთან ერთად. 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით. 

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, შესაბამისი შემოთავაზება, ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ დალუქული კონვერტით 2019 წლის 19 ივნისის ჩათვლით, ქვემოთ მითითებულ მისამართზე.

ტენდერის ნომერი: 11/19
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება 2019 წლის 19 ივნისის ჩათვლით.
განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში, 10 საათიდან 18 საათამდე.

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

** უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
** წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
** კომპანიის კლიენტების სია და სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 3 კომპანიის).

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:

** მყარი კოპიოს სახით, დალუქულ კონვერტში;
** კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი;
** მყარი კოპიო დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით.

ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

** ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
** ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
** ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
** ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
** ცნობა მომსახურე ბანკიდან, ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ.

რეკვიზიტები:

ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი: თამარ ფაცურია
ტელეფონი: +995 322 77 01 00 (7309) 
ელფოსტა: tenders@silknet.com 
მისამართი: ქ. თბილისი, გოთუას #3

სს "სილქნეტი" უფლებას იტოვებს მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ.
სს "სილქნეტი" გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით. 

სს "სილქნეტის" მიერ გამოცხადებული ტენდერების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ჩვენს ვებ-გვერდზე: http://www.silknet.com/index.php?lang=ka&mid=93&s=tender