ფიქსირებული ქსელის განვითარების ჯგუფის უფროსი

21 მარტი - 21 აპრილი

"სილქნეტი" არის ერთადერთი სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელიც მომხმარებელს აწვდის სრულ საკომუნიკაციო სერვისს ქვეყნის მასშტაბით (ტელეფონი, ინტერნეტი, ტელევიზია). "სილქნეტის" ყველა პროდუქტი მომხმარებლის მრავალფეროვან მოთხოვნაზეა მაქსიმალურად მორგებული. "სილქნეტის" უპირველესი ამოცანაა მომხმარებელს შესთავაზოს ინოვაციური და მოთხოვნაზე ორიენტირებული პროდუქტები და მაღალხარისხიანი მომსახურება.

მიზანი: 

კომპანიის მიზანი სატელეკომუნიკაციო სივრცეში ლიდერის პოზიციის დამკვიდრებაა, რის მიღწევასაც მომხმარებლის ინტერესებზე მაქსიმალური ორიენტირებით, ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებით, ახალი მომსახურების დანერგვით და ბაზრის წილისა და მომგებიანობის გაზრდით მიაღწევს.

პრიორიტეტები:

** მომხმარებელზე მაქსიმალური ორიენტაცია;
** მომსახურების მაღალი ხარისხი;
** ინოვაციური და მრავალფეროვანი პროდუქტების მუდმივი მიწოდება;
** კორპორატიული და სოციალური პასუხისმგებლობა.

მოიწონეთ: https://www.facebook.com/silknet

სს "სილქნეტი" აცხადებს ვაკანსიას - ფიქსირებული ქსელის განვითარების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ: http://jobs.silknet.com/jobs-war/welcome.do?page=vacancyDetail&id=1521

განაცხადის გასაკეთებლად, გადადით საიტზე http://www.jobs.silknet.com, რომელზეც განთავსებულია კომპანიის ყველა ვაკანსია, ერთჯერადად გაიარეთ რეგისტრაცია და შექმენით თქვენი ელექტრონული რეზიუმე (CV). ამის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ თქვენთვის სასურველ ვაკანსიაზე გააკეთოთ განაცხადი და დაარეგისტრიროთ თქვენი რეზიუმე (CV).