პროექტის კოორდინატორი

16 ივლისი - 16 აგვისტო

სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" (სსე) აცხადებს კონკურსს შემდეგ ვაკანსიებზე:

1. პროექტის კოორდინატორი (ტექნიკური აქტივების კოორდინატორი)

სამუშაოს აღწერა: პროექტის კოორდინაციის ხელშეწყობა მისი ეფექტიანი განხორციელების მიზნით. კონტრაქტის კონტროლი და მის დარღვევებზე, სათანადო რეაგირება. 

მოთხოვნები კანდიდატისადმი:

** პროექტის მიმდინარეობის პროგრესის ანგარიშგების მომზადება პროექტის მენეჯერის სახელზე.
** პროექტის პროგრეს შეხვედრებზე მონაწილეობის მიღება, პროექტის მენეჯერის დავალების შესაბამისად.
** სსე-ს ბალანსზე რიცხული ქვესადგურების და ელექტროგადამცემი ხაზების ტექნიკური აქტივების ინფორმაციის მოძიება და IPSE-ის პროგრამის მონაცემთა ბაზაში აღნიშნული ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველყოფა.
** IPSE-ის პროგრამის მომხმარებლებისთვის სახელმძღვანელო დოკუმენტაციის შემუშავება და გაუმჯობესება.
** სსე-ს ბალანსზე რიცხულ ქვესადგურებში განსახორციელებელი გეგმიური და არაგეგმიური სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მოძიება, მათი პერიოდულობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, მოძიებული ინფორმაციის დამუშავება.
** პროექტის მიმდინარეობის შეთანხმებული გრაფიკის დაცვის უზრუნველყოფა, პრობლემების შემთხვევაში პროექტის მენეჯერის დროული ინფორმირება.
** პროექტის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელების მიზნით სსე-ს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობა, პროექტის მენეჯერის დავალებით.
** უფლებამოსილების ფარგლებში კონტრაქტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა.
** პროექტის ფარგლებში კონტრაქტში შესატანი ცვლილებების განხილვა, უფლებამოსილების ფარგლებში.

კვალიფიკაცია, გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება
** MS Word, MS Excel, MS Project, Internet, Outlook პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი.

საკონკურსო პირობები: გასაუბრება.

2. პროექტის კოორდინატორი (ტექნიკური მომსახურების პროცედურების კოორდინატორი)

სამუშაოს აღწერა: პროექტის კოორდინაციის ხელშეწყობა მისი ეფექტიანი განხორციელების მიზნით. კონტრაქტის კონტროლი და მის დარღვევებზე, სათანადო რეაგირება. 

მოთხოვნები კანდიდატისადმი:

** პროექტის მიმდინარეობის პროგრესის ანგარიშგების მომზადება პროექტის მენეჯერის სახელზე.
** პროექტის პროგრეს შეხვედრებზე მონაწილეობის მიღება, პროექტის მენეჯერის დავალების შესაბამისად.
** სსე-ს ბალანსზე რიცხული ქვესადგურების და ელექტროგადამცემი ხაზების ტექნიკური აქტივებისთვის ტექნიკური მომსახურეობის პროცედურების ანალიზი, შემუშავება და გაუმჯობესება სსე-ში მიღებული სტანდარტების შესაბამისად. აღნიშნული პროცედურების ასახვა და რედაქტირება IPS-ის პროგრამაში.
** IPSE-ის პროგრამის მომხმარებლებისთვის სახელმძღვანელო დოკუმენტაციის შემუშავება და გაუმჯობესება.
** სსე-ს ბალანსზე რიცხულ ქვესადგურებში განსახორციელებელი გეგმიური და არაგეგმიური სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მოძიება, მათი პერიოდულობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, მოძიებული ინფორმაციის დამუშავება.
** პროექტის მიმდინარეობის შეთანხმებული გრაფიკის დაცვის უზრუნველყოფა, პრობლემების შემთხვევაში პროექტის მენეჯერის დროული ინფორმირება.
** პროექტის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელების მიზნით სსე-ს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობა, პროექტის მენეჯერის დავალებით.
** უფლებამოსილების ფარგლებში კონტრაქტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა.
** პროექტის ფარგლებში კონტრაქტში შესატანი ცვლილებების განხილვა, უფლებამოსილების ფარგლებში.

კვალიფიკაცია, გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება
** MS Word, MS Excel, MS Project, Internet, Outlook პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი.

საკონკურსო პირობები: გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2018 წლის 01 აგვისტომდე გამოაგზავნოთ მხოლოდ ქართულ ენაზე შედგენილი რეზიუმე (CV ფოტოსურათით), შესაბამისი ვაკანსიის დასახელების მითითებით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.gse@gse.com.ge ან მოგვაწოდოთ მისამართზე: ქ. თბილისი, ნ. ბარათაშვილის ქ. #2.