ტენდერი დაბრენდილ კალმებზე

22 მაისი - 22 ივნისი

სს "საქართველოს ბანკი" აცხადებს ტენდერს დაბრენდილ კალმებზე.

ჯამური რაოდენობა - 10000 ცალი კალამი.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

** ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
** ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.
** ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.

სატენდერო მოთხოვნები:

** პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
** ტენერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1); 
** პრეტენდენტებმა თანდართულ ფაილში შესაბამისად შევსებულ "ფასების ცხრილში" (დანართი 1) უნდა მიუთითონ საქონლის ღირებულება;
** შემოთავაზებული ძირითადი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

** შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: http://www.tenders.ge;
** სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 30 მაისი, 18:00 საათი;

სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ შემდეგ ბმულზე:
https://www.tenders.ge/tenders/5388/pens-bog.html