ტრენერი

13 ნოემბერი - 30 ნოემბერი

სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებით და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებით და მრავალფეროვანი პროდუქტებით, "უნისონმა" სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.

სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს საცალო და კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.

სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი" აცხადებს ვაკანსიას ტრენერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სასწავლო გეგმის შემუშავება, სისტემის აწყობა და მართვა
** სწავლების საჭიროების ანალიზი;
** სასწავლო მასალების მომზადება, სწავლების დაგეგმვა, ორგანიზება და ჩატარება;
** ტრეინინგის შედეგების შეფასება და შეფასების ინსტრუმენტების შემუშავება;
** უწყვეტი განვითარების სისტემის შემუშავება კომპანიაში.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ტრენერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭებათ სადაზღვევო სექტორში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალური, ორგანიზებული;
** ენერგიული, კომუნიკაბელური, კრეატიული;
** გამართული მეტყველების უნარი;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** დროის მართვის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@unison.ge 2019 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.

სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის

გისურვებთ წარმატებას!