პედიატრი

16 დეკემბერი - 27 იანვარი

სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებით და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებით და მრავალფეროვანი პროდუქტებით უნისონმა სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.

სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს საცალო და კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.

სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი" აცხადებს ვაკანსიას პედიატრის (ოჯახის ექიმი) პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

** ამბულატორიული ბარათის გახსნა, ანამნეზის შეკრება
** დანიშნულების გაცემა
** საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის გამოკვლევებზე გაგზავნა
** საჭიროების შემთხვევაში, ვიწრო სპეციალისტთან გადამისამართება
** დაზღვეულისთვის დაზღვევის ხელშეკრულების პირობების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება
** სპეციალისტების მიერ დანიშნულ მედიკამენტებზე და გამოკვლევებზე მიმართვის გაცემა
** პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი
** პაციენტების სამედიცინო ბარათებისა და მიმართვების პროგრამული ადმინისტრირება;
** კომპანიის მიერ გაწერილი სტანდარტისა და პროცედურების ზედმიწევნით შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (პედიატრი)
** მსგავს სფეროში მინიმუმ 3 წლის მუშაობის გამოცდილება
** სასურველია სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებული და ყურადღებიანი დეტალების მიმართ
** დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი
** აზრის გამართულად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი
** დამოუკიდებელი მუშაობის, ინიციატივის გამოჩენის და გადაწყვეტილების მიღების უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა, დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@unison.ge 2019 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.

სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.

გისურვებთ წარმატებას!