გაყიდვების ჯგუფის უფროსი

14 სექტემბერი - 14 ოქტომბერი

სადაზღვევო კომპანია "უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთ თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა.

სს სადაზღვევო კომპანია "უნისონი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა, კონკრეტული პროდუქტის მიწოდება, გაყიდვის შემდგომი მომსახურება;
** დაქვემდებარებული ჯგუფის მართვა და მათ მოტივაციაზე ზრუნვა;
** არსებული კლიენტების სადაზღვევო პრემიების გადახდების კონტროლი და შესაბამის დეპარტამენტებთან აღნიშნული პროცესის ოპტიმიზაციის და ადმინისტრირების მიზნით;
** ჯგუფის გეგმების შესრულებაზე და პორტფელის განახლებაზე ზრუნვა;
** საცალო გაყიდვების მიმართულებით სადაზღვევო ბაზარზე მიმდინარე პროცესების შესწავლა და ანალიზი;
** ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიში დეპარტამენტის უფროსთან. 

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** მომსახურების და/ან გაყიდვების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გამართული მეტყველების უნარი;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@unison.ge 2018 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.