უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი

14 სექტემბერი - 14 ოქტომბერი

სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, პუშკინის 3
სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00

ძირითადი მოვალეობები:

** აგენტების, ბროკერების და სხვა აკვიზიციური ხარჯების გაანგარიშება და ანალიზი;
** გადაზღვევასთან დაკავშირებული ფინანსური მონაცემების გაანგარიშება და ანალიზი;
** თვის ფინანსური დახურვისთვის საჭირო რეპორტების მომზადება;
** ჯგუფის ფინანსური (ყოველთვიური, კვარტალური, ნახევარწლიური) რეპორტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** მენეჯერული რეპორტების მომზადება;
** სადაზღვევო ზედამხედველობის ანგარიშგებისთვის საჭირო შესაბამისი რეპორტების მომზადება;
** კომპანიის შიდა სტრუქტურებთან, აუდიტორებთან, ჯგუფში შემავალ კომპანიებთან აქტიური კომუნიკაცია;
** სხვადასხვა ფინანსურ პროექტებში მონაწილეობის მიღება;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, ფინანსების განხრით (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
** სასურველია სამუშაო გამოცდილება ფინანსების მიმართულებით;
** MS Office პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

აუცილებელი უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** მათემატიკური უნარები;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი მოტივაცია;
** დეტალებზე ორიენტირებულობა; 
** კოლეგიალურობა;
** პრობლემის იდენტიფიცირებისა და დამოუკიდებლად მოგვარების უნარი. 

კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** გასაუბრება
** ტესტირება Excel-სა და ფინანსებში 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი".

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა: 2018 წლის 21 ოქტომბერი.

სადაზღვევო კომპანია "ალდაგში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი, ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.