სადაზღვევო რისკების ანალიტიკოსი

05 დეკემბერი - 19 დეკემბერი

სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას სადაზღვევო რისკების ანალიტიკოსის პოზიციაზე, ანდერაიტინგის განყოფილებაში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, კვერნაძის 10
სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი - პარასკევი)

ძირითადი მოვალეობები:

** სადაზღვევო რისკების თვისობრივი და რაოდენობრივი შეფასება;
** ოპტიმალური რისკის დონის განსაზღვრისა და გადაზღვევის პროგრამის შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** გადაზღვევის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ანგარიშგების პროცესის წარმართვა და გადამზღვევლებთან ურთიერთობა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სადაზღვევო ბიზნესის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Excel, MS Word საოფისე პროგრამების ცოდნა საშუალოზე მაღალ დონეზე;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** კომუნიკაბელურობა;
** ყურადღებიანობა დეტალების მიმართ;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** ტესტირება
** გასაუბრება

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2019 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - სადაზღვევო რისკების ანალიტიკოსი.

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.