დაზღვევის უმცროსი ოფიცერი

17 ივლისი - 17 აგვისტო

სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას დაზღვევის უმცროსი ოფიცრის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება სხვასხვა გზებით
** ოფისიდან პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო ზარების განხორციელება სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზების მიზნით
** კლიენტებთან შეხვედრის დანიშვნა, მოლაპარაკება და სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმება
** ყოველდღიური ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ
** მცირე და საშუალო ბიზნესის დაზღვევის მიზნით სხვადასხვა კომპანიების მოძიება და მათთან მოლაპარაკების წარმართვა

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება (ეკონომიკის/ბიზნესის/მარკეტინგის მიმართულებით)
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება, სასურველია ფინანსურ სფეროში (ბანკში ან სადაზღვევო კომპანიაში) მუშაობის გამოცდილება
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
** Microsoft Office პროგრამების კარგად ცოდნა

აუცილებელი უნარები:

** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** შედეგზე ორიენტირებული
** ორგანიზებული და მოწესრიგებული
** მიზანდასახული

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2018 წლის 30 ივლისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ " დაზღვევის უმცროსი ოფიცერი".

სადაზღვევო კომპანია "ალდაგში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში."