დაცვის ადმინისტრატორი - რეზერვი

18 აპრილი - 24 მაისი

სს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას რეზერვი დაცვის ადმინისტრატორის პოზიციაზე, ფიზიკური უსაფრთხოების და მონიტორინგის სამსახურში.

ფიზიკური უსაფრთხოების და მონიტორინგის სამსახურში, რეზერვი დაცვის ადმინისტრატორის პოზიცია გულისხმობს შვებულების და ბიულეტინის დროს მუდმივ შტატში მყოფი თანამშრომლის ჩანაცვლებას.

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი (09:30-20:00), შაბათი (09:30-16:00)

ძირითადი მოთხოვნები: 

** ოფისის შიდა და გარე პერიმეტრის დაცვა;
** კამერების მეთვალყურეობა;
** სასურველია აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** დაინტერესებულ აპლიკანტებს გავლილი უნდა ჰქონდეთ სავალდებულო სამხედრო სამსახური.

პიროვნული უნარები:

** კომუნიკაციის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2019 წლის 25 აპრილის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - "რეზერვი დაცვის ადმინისტრატორი". 

სადაზღვევო კომპანია "ალდაგში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.