სს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას ასისტენტი აქტუარის პოზიციაზე, ანდერაიტინგის, გადაზღვევისა და აქტუარული კვლევების დეპარტამენტში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, პუშკინის 3
სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი - პარასკევი)
ძირითადი მოვალეობები:
** მონაცემთა ბაზების სტატისტიკური ანალიზისთვის საჭირო ფორმაში მოყვანა;
** პერიოდული რეპორტების მომზადება სადაზღვევო პროდუქტების მდგომარეობის შესახებ;
** გადამზღვევლებისთვის კვარტალური ანგარიშების მომზადება;
** სხვადასხვა ტიპის აქტუარულ გათვლებში ტექნიკური დავალებების შესრულება.
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (მათემატიკა, ეკონომიკა, ბიზნეს ადმინისტრირება); განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული უნარები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შრომითი დისციპლინის დაცვის უნარი;
** დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი.
კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
** ტესტირება, მათ შორის MS Excel-ში;
** გასაუბრება.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ასისტენტი აქტუარი
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 10 მაისი
სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
ასისტენტი-აქტუარი
01 მაისი -
01 ივნისი