არქიტექტორი/მშენებელ-ინჟინერი

05 დეკემბერი - 01 იანვარი

სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორი/მშენებელ-ინჟინრის თანამდებობაზე, ქონებრივი ზარალების მართვის განყოფილებაში.

სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00
სამუშაო ადგილმდებარეობა: ყაზბეგის გამზ. 25

ძირითადი მოვალეობები:

** ქონებრივი ზარალების შეფასება - ქონებრივი ზარალებულის რეგულირების მენეჯერთან ერთად ადგილზე გასვლა ზარალის შეფასების მიზნით და დასკვნის მომზადება;
** დაზიანებული ქონების შეფასება: რისკის გამომწვევი მიზეზის იდენტიფიცირება, გარკვეულ პარამეტრებზე დაყრდნობით ზიანის დადგენა;
** ზარალების შეფასების პროცესში კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა ზარალის რეგულირების შესახებ. 

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება არქიტექტურის ან მშენებლობის მიმართულებით;
** აუცილებელია 5 - 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება არიქტექტორის ან/და მშენებელ-ინჟინრის პოზიციაზე;
** მნიშვნელოვანია საოფისე პროგრამების, მათ შორის MS Excel-ს სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია პროგრამა AutoCad-ის ცოდნა და შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება. 

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2017 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "არქიტექტორი/მშენებელ-ინჟინერი"

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.