ადმინისტრატორ-კურიერი სკუტერით

20 მაისი - 20 ივნისი

სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე - ადმინისტრატორ-კურიერი სკუტერით.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტებთან ვიზიტი დასაზღვევი ავტომობილებისთვის ფოტოების გადასაღებად; 
** კლიენტებისთვის სხვადასხვა სახის დოკუმენტების დროულად მიწოდების უზრუნველყოფა;
** კლიენტებთან კომუნიკაცია; 
** უშუალო უფროსისგან მიღებული დავალებების დროული და ადექვატური შესრულება;
** გაუთვალისწინებელი ტექნიკური პრობლემების შესახებ უშუალო უფროსის ინფორმირება.

ძირითადი მოთხოვნები:

** სკუტერის/მოპედის მართვის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია კურიერის პოზიციაზე, მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება; 
** აუცილებელია A1 კატეგორიის მართვის მოწმობა. 

აუცილებელი უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელური;
** კარგი ორიენტაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ყურადღებიანი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** რთული სიტუაციების მართვის უნარი;
** თავაზიანი. 

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2019 წლის 26 მაისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - "ადმინისტრატორ-კურიერი სკუტერით". 

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება.