მკერავი

28 თებერვალი - 28 მარტი

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას მკერავის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: სამკერვალო წარმოება;
ანაზღაურება: 600-დან 1100 ლარამდე;
მდებარეობა: ქ. თბილისი.

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში.

ფუნქციები და პასუხისმგებლობა:

** საშუალო სირთულის ოპერაციების შესრულება მანქანაზე ან ხელით, ნაკეთობების სხვადასხვა მასალისგან შეკერვის ოპერაციები;
** მცირე გაუმართაობების აღმოფხვრა გამოყენებულ მანქანებში.

სამუშაოს მოთხოვნები: 

უნდა ჰქონდეს:

** საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება;
** შესაბამის სფეროში 2 წლამდე სამუშაო გამოცდილება.
უნდა იცოდეს:
** საშუალო სირთულის ოპერაციების შესრულების მეთოდები და ხერხები; 
** ნაკეთობების ასორტიმენტი; 
** გამოყენებული შესაკერი ქსოვილების სახეობები და ხარისხი; 
** მცირე გაუმართაობების აღმოფხვრა მანქანებში.

უნარები:

** გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა;
** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** ცვლილებებისადმი ადაპტაცია;
** კომუნიკაცია;
** პროფესიონალიზმი;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** უსაფრთხოება;
** სტრესულ გარემოში მუშაობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მკერავი".