IT მხარდაჭერის ინჟინერი

15 აპრილი - 15 მაისი

მათთვის, ვინც ეძებს გამოცდილებას, აინტერესებს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფერო და არის განვითარებაზე ორიენტირებული, კომპანია "SOLVIT"-ი სთავაზობს თანამშრომლობას IT მხარდაჭერის ინჟინრის პოზიციაზე. 

სამუშაოს აღწერა:

** კომპიუტერის შეუფერხებელ და გამართულ მუშაობაში მომხმარებლების მხარდაჭერა;
** მომხმარებლების დისტანციური/სატელეფონო/ლოკალური მხარდაჭერა პროგრამული უზრუნველყოფის და ქსელური პრობლემების დროს;
**პერიფერიული მოწყობილობების მიერთება და ინსტალაცია;
** მივლინება კომპანიის სერვის ცენტრებში სამუშაო ადგილების გამართვის და პრობლემების მოგვარების მიზნით;
** კომპანიის მასშტაბით ლოკალური ქსელის, ქსელური მოწყობილობების ინსტალირება, ტესტირება და მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება IT მიმართულებით
** კომპიუტერული ტექნიკისა და ოპერაციული სისტემების კარგი ცოდნა ("Comptia A+"-ს ფარგლებში);
** ქსელების კარგი ცოდნა ("Comptia Network+"-ს ფარგლებში);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** შესაბამისი სერთიფიკატების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად (სასურველია CCNA).

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@solvit.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელაბა.

გისურვებთ წარმატებას.