ცხელი კერძების მზარეული

26 აგვისტო - 26 სექტემბერი

სასტუმრო "რუმს ყაზბეგი" აცხადებს ვაკანსიას ცხელი კერძების მზარეულის პოზიციაზე.

დეპარტამენტი: კვებისა და სასმელების დეპარტამენტი
ანგარიშვალდებულება: სუ-შეფი, შეფ მზარეული

სამუშაოს მიზანი: პასუხისმგებელია ხარისხიანი ცხელი კერძების მომზადებაზე, მის პოზიციასთან დაკავშირებული ყველა დავალების ეფექტურად განხორციელებაზე. 

ძირითადი მოვალეობები:

** დაემორჩილოს სტანდარტებს და ჯგუფის აღმასრულებელი შეფ მზარეულის მიერ დადგენილ რეცეპტებს;
** შეასრულოს ყველა შეკვეთა ზედმიწევნით სიზუსტით და მინიმალური დანაკარგით;
** სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად, უზრუნველყოს სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობა;
** დაამყაროს ეფექტური და პროდუქტიული ურთიერთობა სამზარეულოს თანამშრომლებთან;
** განახორციელოს სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი;
** ატარებდეს მოწესრიგებულ უნიფორმას, გამოიყურებოდეს სუფთად და შეესაბამებოდეს სტანდარტებს;
** დაიცვას ჰიგიენის ნორმები;
** უზრუნველყოს ჰიგიენის მაღალი დონე და დისციპლინა.

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.kazbegi@roomshotels.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.