ავტო-გასამართი სადგურის მენეჯერი

04 ნოემბერი - 04 დეკემბერი

"რომპეტროლ საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ავტოგასამართი სადგურის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული
ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაო მოვალეობები:

** აკონტროლებს კომპანიის ყველა წესის და სტანდარტის დაცვას საწვავის რეალიზაციასთან დაკავშირებით;
** აკონტროლებს ავტო გასამართი სადგურის კუთვნილ ინვენტარს და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციით გამოვლენილ დანაკლისსა და დარღვევებს.
** სრულად მართავს ავტოგასამართ სადგურზე საქმის წარმოებას;
** ავტოგასამართ სადგურზე მიმდინარე ოპერაციების ყოველთვიური აღრიცხვა, კოორდინაცია და კონტროლი;
** ავტოგასამართი სადგურის ტექნიკური და საექსპლუატაციო მდგომარეობის კონტროლი;
** ავტოგასამართი სადგურის თანამშრომლების უშუალო მართვა, კონტროლი/ზედამხედველობა და მათი ადმინისტრირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** ნავთობ-ინდუსტრიაში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების სამუშაო დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).

სხვა მოთხოვნები:

** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიღწევაზე ორიენტირებულობა;
** დასახული ამოცანების ოპერატიულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
** სტრატეგიული აზროვნება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: apply@rompetrol.com არაუგვიანეს მიმდინარე წლის 4 დეკემბრისა და სათაურის ველში - "Subject" მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - "GSM" წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა არ განიხილება.

რომპეტროლ საქართველოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი გისურვებთ წარმატებას!