სერვის ცენტრის რეგისტრატორი

11 აპრილი - 11 მაისი

შპს "ქვიქტესტი"   აცხადებს ვაკანსიას სერვის ცენტრის რეგისტრატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა:  ქ. ქუთაისი

მოვალეობები:

** სატელეფონო ზარებზე პასუხი და დისტანციური კონსულტაციის გაწევა
** მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი ავტომობილის ტექნიკური საბუთის გაცნობა
** ​ავტოინსპექტირების საფასურის მიღება ( ანგარიშსწორება)
** ავტომობილის მონაცემების სისტემაში დარეგისტრირება
** ინსპექტირების ხაზებიდან კონკრეტული მონაცემების მიღება
** ინსპექტირების საბოლოო შედეგების გადამოწმება, ინსპექტირების ხაზის პასუხისმგებელ პირთან ერთად
** მომხმარებლისთვის შესაბამისი კონსულტაციის გაწევა და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება
** ინსპექტირების შედეგების დოკუმენტაციის მომზადება და მომხმარებლისთვის გადაცემა.

მოთხოვნები:

** განათლება უმაღლესი
** მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება, მომსახურების სფეროში
** შრომისმოყვარეობა და მოტივირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კარგი კომუნიკაციის უნარი
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (საკომუნიკაციო დონეზე )

სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული 600 ლარი

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე:  info@qt.ge

გთხოვთ, ელ. ფოსტის დასათაურებაში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს.