სტაჟირება IT განყოფილებაში

19 აპრილი - 01 მაისი

პროკრედიტ ბანკი აცხადებს სამ თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას IT განყოფილებაში (მაქსიმუმ 3 სტაჟიორი)

პროკრედიტ ბანკი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო. ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის ქვეყნებში და ასევე გერმანიაში.. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას  პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანკფურტი,გერმანია), რომელიც პასუხისმგებელია სტრატეგიულ მართვაზე, კაპიტალის ადექვატურობაზე, რეპორტინგზე, რისკების მართვაზე და ასევე ჯგუფის ბიზნეს ორგანიზებაზე.

პროკრედიტ ბანკ საქართველოს,  საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან "Fitch Ratings" მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში შესაძლო ყველაზე მაღალი რეიტინგია.

დაინტერესებულ პროგრამისტებს (ასევე სამუშაო გამოცდილების არმქონე იმ სტუდენტებსაც, რომლებიც აკმაყოფილებენ ქვემოთ მოცემულ მოთხოვნებს) გთავაზობთ უნიკალურ შანსს პრაქტიკაში გამოიყენოთ და განავითაროთ თქვენი უნარ-ჩვევები, ასევე უშუალოდ გაეცნოთ თუ რა ტიპის პრობლემებთან/პროექტებთან აქვთ შეხება საბანკო სფეროში მომუშავე პროგრამისტებს, რათა შემდეგ შესაბამისად დაგეგმოთ თქვენი მომავალი განათლება და სპეციალიზაცია.

წარმატებულ სტაჟორებს ექნებათ შესაძლებლობა დასაქმდნენ ჩვენთან.

ძირითადი მოვალეობები:

** სტაჟირების განმავლობაში შესასწავლი მასალის ათვისება და შესაბამისი ტესტირებისთვის მომზადება
** ბანკის პროგრამისტების მხარდაჭერა მიმდინარე პროექტების შესრულებაში.

მოთხოვნები:

** სწავლისა და განვითარების სურვილი
** დაკვირვებულობა და დეტალების მიმართ ყურადღება
** გუნდში მუშაობა და გუნდის წევრებთან ეფექტური ურთიერთობა
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა
** დაკისრებული მოვალეობების ხარისხიანად და სათანადოდ შესრულება
** აუცილებლად უნდა ფლობდეთ Object-oriented programming და C# საფუძვლებს.

ქვემოთ მოცემული პროგრამირების ენებიდან რომელიმეს (ან რამდენიმეს) ცოდნა (საფუძვლიანად ან გარკვეულ დონეზე), შერჩევის პროცესში  ჩაგეთვლებათ უპირატესობად:

** ASP .NET Web Forms (C#)
** ASP .NET MVC (C#)
** WCF Services (C#)
** MSSQL Server (t-sql)
** Html
** Javascript
** css
** jquery.

სხვა:

** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
** სასურველია საბაზისო მათემატიკის ცოდნა.   

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარმოადგინონ რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით - "IT Intern" - შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.department@procreditbank.ge  

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 1 მაისი, 2019 წელი.