პროგრამისტი/.NET დეველოპერი

22 ოქტომბერი - 21 ნოემბერი

პროკრედიტ ბანკი აცხადებს ვაკანსიას პროგრამისტის (.NET დეველოპერი) პოზიციაზე.

პროკრედიტ ბანკი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო. ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის ქვეყნებში და ასევე გერმანიაში.. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანკფურტი, გერმანია), რომელიც პასუხისმგებელია სტრატეგიულ მართვაზე, კაპიტალის ადექვატურობაზე, რეპორტინგზე, რისკების მართვაზე და ასევე ჯგუფის ბიზნეს ორგანიზებაზე.

პროკრედიტ ბანკ საქართველოს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან "Fitch Ratings" მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში შესაძლო ყველაზე მაღალი რეიტინგია.

პოზიციის ძირითადი მოვალეობები: ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა. არსებულ პროგრამულ უზრუნველყოფაში ცვლილებების შეტანა.

ტექნიკური მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება პროგრამირებაში
** .NET Framework-თან (Web Forms, MVC, WebAPI, WCF, Entity Framework, Linq to SQL) მუშაობის გამოცდილება
** ვებ პროგრამირების ძირითადი კომპონენტების ცოდნა (JavaScript, HTML, CSS)
** Source კონტროლებთან მუშაობის გამოცდილება (Git, TFS)
** რელაციულ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (MS SQL, My SQL)
** REST/SOAP სერვისების ინტეგრაციის ცოდნა
** ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების სიღრმისეული ცოდნა
** ალგორითმების წერის გამოცდილება
** ძირითადი დიზაინ პატერნების ცოდნა.

უპირატესობად ჩაითვლება: .NET Core-სთან მუშაობის გამოცდილება.

სხვა მოთხოვნები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** კომუნიკაბელური
** კომპლექსური საკითხების კომუნიცირების უნარი
** მკაცრი ვადების დაცვის უნარი
** კოორდინირების უნარი
** ინგლისურის ცოდნა - მინიმუმ B1.
** დროდადრო, ბანკის მოთხოვნის შესაბამისად, შესაბამისი პროფესიული და/ან საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებული ტესტირებების წარმატებით ჩაბარება (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში)

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარმოადგინონ რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით ".NET დეველოპერი", შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.department@procreditbank.ge 2019 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.