პროდუქციის მენეჯერი

05 აპრილი - 05 მაისი

"ფარმადეპო"/"გეფა" აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის მენეჯერის თანამდებობაზე, ბავშვთა კვების განყოფილებაში.

ძირითადი მოვალეობები:

** ბავშვთა კვების და მოვლის პროდუქტების შეკვეთების წარმოება, წინასწარი პროგნოზირება, შეკვეთის ფორმირება.
** ქართული სტიკერების დამზადება 
** სამედიცინო წარმომადგენლების მომზადება ექიმებთან ვიზიტებისთვის
** პროდუქტების პოზიციონირება, მრგვალი მაგიდების დაგეგმვა, ტრეინინგების ჩატარება ფარმაცევტებისთვის.
** გაყიდვების კონტროლი და ანალიზი.
** პრიორიტეტული პროდუქტების პორტფელის მართვა.
** პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმართვა.
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მუშაობის ხარისხის მონიტორინგი.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება. 
** მსგავს თანამდებობაზე ან სამედიცინო წარმომადგენლად მუშაობის გამოცდილება, სასურველია ბავშვთა კვების სფეროში.
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენის ცოდნა. (პარტნიორებთან ურთიერთობისთვის)
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი. 
** უნდა შეეძლოს ინფორმაციის მოძიება-დამუშავება. 
** კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება. 

შესაფერისმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ განაცხადი მისამართზე: vacancy@gepha.com და "Subject"-ში მიუთითეთ - "პროდუქციის მენეჯერი".

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს "გეფა"-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.