კონკურსი ჟურნალისტებისთვის

28 თებერვალი - 31 მაისი

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "პენიტენციური და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით" ფარგლებში, ორგანიზაცია "ციხის საერთაშორისო რეფორმის" სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისი აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის, რათა გამოვლინდეს საუკეთესო ნამუშევრები პენიტენციური და პრობაციის სისტემების რეფორმების პროცესში მიღწეული პროგრესის, არსებული ტენდენციების და გამოწვევების შესახებ. კონკურსის მიზანია მედიისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებით ხელი შეეწყოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას პენიტენციური და პრობაციის სისტემებში მიმდინარე რეფორმების შესახებ და გაზარდოს გადაწყვეტილების მიმღები პოლიტიკური ინსტიტუციების ანგარიშვალდებულება აღნიშნული პოლიტიკის შემუშავების პროცესში. საქართველოში მოქმედი ყველა ტელე-რადიო, ბეჭდვით და ონლაინ მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ კონკურსში მონაწილეობის მიღება.

კონკურსში მონაწილეობის აუცილებელი კრიტერიუმია ნამუშევარი ეხებოდეს ქვემოთ მოცემულ ერთ ან რამდენიმე თემას:

** საქართველოში მსჯავრდებულთა (მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების) უფლებრივი მდგომარეობა;
** პირობითი მსჯავრისა და არასაპატიმრო სასჯელების აღსრულების პროცესში მსჯავრდებულთა (მათ შორის მოწყვალდი ჯგუფების) უფლებრივი მდგომარეობა
** საქართველოში მსჯავრდებულთა საყოფაცხოვრებო პირობები;
** პენიტენციური სისტემის თანამშრომლების სამუშაო პირობები;
** რეაბილიტაციის პროგრამები პრობაციონერებისთვის
** მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამები და მათი ეფექტურობა;
** ჯანდაცვა პენიტენციურ სისტემაში;
** უვადო თავისუფლებააღკვეთილი და მაღალი რისკის პატიმრების მდგომარეობა პენიტენციურ სისტემაში.

ნამუშევრების წარდგენა შესაძლებელია სამ კატეგორიაში:

** საუკეთესო ანალიტიკური სტატია ან ნარკვევი ონლაინ/ბეჭდვით მედიაში
** საუკეთესო ტელე/რადიო სიუჟეტი ან რეპორტაჟი;
** საუკეთესო ბლოგ პოსტი.

კონკურსში მონაწილეობის წესები:

1. კონკურსანტებმა (საქართველოს მოქალაქეები 18 წლის ზემოთ) აღნიშნულ ელექტრონულ ფოსტაზე (egabelaia@penalreform.org) უნდა გამოგზავნონ შემდეგი ინფორმაცია:

** ავტორის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა;
** დამსაქმებლის (რედაქტორის) სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია;
** შესაბამისი მასალა (ლინკი ვებ-მისამართზე, სადაც ნაშრომია განთავსებული, მასალის გამოქვეყნების თარიღი).

2. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ ჟურნალისტებს, ვინც საკუთარ ნაშრომებს გამოაქვეყნებს/უკვე გამოუქვეყნებია საქართველოში რეგისტრირებულ ბეჭდვით ან/და ონლაინ გამოცემაში ან ტრანსლირებას მოახდენს/ტრანსლირება მოუხდენია ტელე ან რადიო მაუწყებლის მეშვეობით 2018 წლის 1 სექტემბრიდან 2019 წლის 30 მაისამდე.

3. საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 31 მაისი.

4. გუნდური საკონკურსო ნამუშევრის წარდგენის შემთხვევაში, განაცხადის ფორმაში ყველა თანაავტორის სახელის და გვარის მითითება სავალდებულოა.

5. იგულისხმება, რომ საკონკურსო ნამუშევრების წარდგენით, კონკურსის მონაწილეები ეთანხმებიან კონკურსის წესებსა და პირობებს;

6. თითოეულ კატეგორიაში გამოცხადდება ერთი გამარჯვებული, რომელსაც გადაეცემა ფულადი ჯილდო დარიცხული 1000 ლარის ოდენობით.

გამარჯვებულები დასახელდებიან 2019 წლის ივნისში.

გთხოვთ, დამატებითი ინფორმაცია იხილოთ თანდართულ დოკუმენტში.