ტრენერების ტრენინგი პარტნიორები-საქართველოსგან

11 აპრილი - 30 აპრილი

"პარტნიორები-საქართველო" გიწვევთ:

** ტრენერებს, ფსიქოლოგებს, მასწავლებლებს, ქოუჩებს, ხელმძღვანელებს და სპეციალისტებს, ვინც თანამშრომლების სწავლებასა და განვითარებაზე ზრუნავთ; 
** აგრეთვე ყველას, ვისაც თქვენი ცოდნის, გამოცდილებისა და უნარების სხვებისთვის გასაგებად და მისაღებად გადაცემა გსურთ, 

ტრენერების ტრენინგზე (TOT)

რომელიც მოგცემთ საშუალებას, სამსახურისგან და სწავლისგან მოუწყვეტლად:

** გაეცნოთ ტრენინგული სწავლების მეთოდებსა და ინსტრუმენტებს, ჯგუფის დინამიკისა და ჯგუფთან ურთიერთობის ძირითად პრინციპებს; 
** შეიძინოთ და გაიუმჯობესოთ კომუნიკაციის, პრეზენტაციის, ტრენინგის ჯგუფის მართვისა და ჯგუფური მუშაობის ფასილიტაციის უნარები;
** მიიღოთ საქმიანი რჩევები და პასუხები თქვენს შეკითხვებზე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე წარმატებული ტრენერ-კონსულტანტებისგან. 

ტრენინგში მონაწილეობის შედეგად: 

** შეძლებთ თქვენთვის სასურველ თემაზე ტრენინგის მოდულების და პროგრამის დამოუკიდებლად შემუშავებას და ჩატარებას;
** მიიღებთ "პარტნიორები-საქართველოსგან" ტრენერების ტრენინგის სერტიფიკატს, რომელიც მნიშვნელოვანი შენაძენი გახდება თქვენი საქმიანი ბიოგრაფიისათვის.

ტრენინგ-კურსი გაგრძელდება 6-დან 31 მაისამდე და საერთო ჯამში მოიცავს 30 საათს. მეცადინეობები ჩატარდება კვირაში სამჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს, 19:00 საათიდან 22:00 საათამდე, "პარტნიორები - საქართველოს" ოფისში, მისამართზე: ფალიაშვილის 11-ბ.

კურსს გაუძღვება ლელა გიორგობიანი, ფსიქოლოგი, პროფესიონალი ტრენერ-კონსულტანტი საქმიანობის 30-წლიანი გამოცდილებით, "პარტნიორები-საქართველოს" თანადამფუძნებელი, ტალინის "მაინორ-კონსულტანტის", მოსბახისა და ჰაიდენჰაიმის პროფესიული აკადემიების მიერ სერტიფიცირებული ტრენერი, ESM-თბილისის (ამჟამად, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა) ბიჰევიორისტკის პროგრამის ავტორი და ხელმძღვანელი. კურსის განმავლობაში, სხვადასხვა თემის მიხედვით მასტერ კლასებს წაიყვანენ "პარტნიორები-საქართველოს" ტრენერ-კონსულტანტები მილენა მითაგვარია, თეა გველესიანი და თეა ბულია. ტრენინგის პროცესში თითოეული მონაწილე გაივლის ტრენერობის პრაქტიკას და მიიღებს პროფესიულ უკუკავშირს ტრენინგის წამყვანისგან. 

კურსის ღირებულებაა 590 ლარი 

ტრენინგის თემატიკასთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე: https://bit.ly/2OXU8GL 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2019 წლის 30 აპრილი; რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს: https://bit.ly/2U6XtEr 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

"პარტნიორები-საქართველო"
თბილისი, ფალიაშვილის ქუჩა 11 ბ,
ტელ.: (995 32) 291 5451 / 291 5452 / 574999324
ელ-ფოსტა: training@partners.ge
საკონტაქტო პირი: მილენა მითაგვარია