პროექტის მენეჯერი

17 ივლისი - 17 აგვისტო

"პალიტრა მედია ჰოლდინგი" -ს წევრი კომპანია "გამომცემლობა პალიტრა L" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

გამომცემლობა პალიტრა L დაარსდა 2005 წელს, დღეს კი ქართულ საგამომცემლო სივრცეში ყველაზე დიდ და წარმატებულ გამომცემლობას წარმოადგენს.

გამომცემლობა აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებსა და ფესტივალებში; თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან გამომცემლობებსა და სააგენტოებთან, როგორებიცაა: Desney, HarperCollins, Penguin Random House და სხვა. პალიტრა L - მა განახორციელა ისეთი მნიშვნელოვანი, ინოვაციური და მასშტაბური პროექტები, როგორიცაა : "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ", "საქართველოს ილუსტრირებული ისტორია", "ლიბერთინსი", "ლურჯი ოკეანე" და სხვა. "პალიტრა L " წლის განმავლობაში 400-ზე მეტი დასახელების სხვადასხვა ჟანრის, ქართველი და უცხოელი ავტორის წიგნს გამოსცემს.

დაინტერესებული პირები, განაცხადის შემოსატანად და რეზიუმეს ასატვირთად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://hr.palitra.ge/vacancy/0x8bb3005056a226ca11e888f149709295

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 16 აგვისტო.

გისურვებთ წარმატებას!