მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი

11 აპრილი - 11 მაისი

"პალიტრა მედია ჰოლდინგი"-ს წევრი კომპანია "გამომცემლობა პალიტრა L" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

გამომცემლობა პალიტრა L დაარსდა 2005 წელს, დღეს კი ქართულ საგამომცემლო სივრცეში ყველაზე დიდ და წარმატებულ გამომცემლობას წარმოადგენს.

გამომცემლობა აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებსა და ფესტივალებში; თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან გამომცემლობებსა და სააგენტოებთან, როგორებიცაა: Desney, HarperCollins, Penguin Random House და სხვა. პალიტრა L - მა განახორციელა ისეთი მნიშვნელოვანი, ინოვაციური და მასშტაბური პროექტები, როგორიცაა : "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ", "საქართველოს ილუსტრირებული ისტორია", "ლიბერთინსი", "ლურჯი ოკეანე" და სხვა.

"პალიტრა L " წლის განმავლობაში 400-ზე მეტი დასახელების სხვადასხვა ჟანრის, ქართველი და უცხოელი ავტორის წიგნს გამოსცემს.

დაინტერესებული პირები, განაცხადის შემოსატანად და რეზიუმეს ასატვირთად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://hr.palitra.ge/vacancy/0x8fbd005056a2625311e95c30bef492c2

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 11 მაისი.

გისურვებთ წარმატებას!