გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი

03 დეკემბერი - 03 იანვარი

"პალიტრა მედია ჰოლდინგი" -ს წევრი კომპანია "გამომცემლობა პალიტრა L" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

გამომცემლობა "პალიტრა L" დაარსდა 2005 წელს, დღეს კი ქართულ საგამომცემლო სივრცეში ყველაზე დიდ და წარმატებულ გამომცემლობას წარმოადგენს.

გამომცემლობა აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებსა და ფესტივალებში; თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან გამომცემლობებსა და სააგენტოებთან, როგორებიცაა: Desney, HarperCollins, Penguin Random House და სხვა. პალიტრა L - მა განახორციელა ისეთი მნიშვნელოვანი, ინოვაციური და მასშტაბური პროექტები, როგორიცაა : "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ", "საქართველოს ილუსტრირებული ისტორია", "ლიბერთინსი", "ლურჯი ოკეანე" და სხვა.

"პალიტრა L " წლის განმავლობაში 400-ზე მეტი დასახელების სხვადასხვა ჟანრის, ქართველი და უცხოელი ავტორის წიგნს გამოსცემს.

მოვალეობები:

** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** კომპანიის გაყიდვების არხებზე მუშაობა და ქსელის გაფართოება;
** პრისეილერების, გაყიდვების აგენტების გეგმების შედგენა, ზედამხედველობა და კონტროლი;
** მარკეტინგული აქტივობების რეალიზაცია;
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკება, შემდგომი კომუნიკაცია და პროდუქტის შეთავაზება;
** სხვადასხვა სახის კორპორატიული შეთავაზებების, აქციების მომზადება;
** მომხმარებელთა ბაზების ფორმირება და მართვა;
** გაყიდვების სტატისტიკის წარმოება;
** სამუშაო პროცესის დაგეგმვა-ანალიზი;
** რეპორტინგი.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინინუმ 3 წლიანი გამოცდილება მსხვილი კომპანიის გაყიდვების მიმართულებით;
** გაყიდვების სისტემის თეორიული საფუძვლების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.

გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი - 09:30-18:30;
ადგილმდებარეობა: თბილისი, იოსებიძის ქ. 49

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@palitra.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 3 იანვარი.

გისურვებთ წარმატებას!